კვი. სექ 27th, 2020

#8 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ,,დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ.

უბანზე ხარჩილავა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა. მერობის კანდიდატი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ამის თაობაზე მოგვიანებით ბრიფინგის გამართვასაც გეგმავს. ოთარ ხარჩილავას განმარტებით მას ჩაუვარდა გაყალბების დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც ბრიფინგზე აპირებს.