ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო ოლქში ამ წუთისათვის არჩევნები დარღვევების გარეშე მინდინარეობს. ერთადერთი ექსესი #27 უბანში მოხდა, როდესაც
ნაციონალური მოძრაობის წევრმა გაახმოვანა უბანში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც უბანში ვიდეო კამერის დაზიანებას შეეხებოდა. თუმცა ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან ინციდენტი უარყო და კამერის დაზიანების ფაქტი შემთხვევითობით ახსნა.

#27 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ინგა ფარულავას განმარტებით ,,სადაც ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებს უნდოდათ იქ დადგეს კამერა, ერთ-ერთი დამკვირვებლების გადაადგილების დროს მოხდა შემთხვევით კამერის ობიექტივის ჩახურვა“.