ორშ. სექ 21st, 2020

„ხელისუფლება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით არჩევნების გასაყალბებლად ემზადება“ – ამის შესახებ
განცხადება გააკეთა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა გობეჩიამ.

გობეჩიას ამის თქმის შესაძლებლობას არსებული ამომრჩეველთა სიები აძლევს. როგორც მან განაცხადა ამომრჩეველთა სიებში ისეთი ქუჩები და შენობებია შეყვანილი, რომლებიც საერთოდ არ არსებობს. ასევე რამდენიმე ქუჩა არასწორადაა მიბმული საარჩევნო უბნებს.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს ფოთის საარჩევნო შტაბი გააგრძელებს მონიტორინგს, შეისწავლის თითოეული ქუჩის მიხედვით ამომრჩეველთა სიებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვს იუსტიციის მინისტრის გადადგომას და 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაშლას.

აღნიშნულთან დაკავშირებით 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ.