ოთხ. დეკ 2nd, 2020

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გამოეთიშა, რამაც მოსახლეობაში
საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. არადა, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში თოფურიას კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა როგორც მერობის კანდიდატად, ასევე საარჩევნო სიის პირველ ნომრადაც.

თოფურიამ ამ ეტაპისთვის მისი პოლიტიკური ინერტულობა კერძო სექტორში გადასვლით ახსნა:

,,დროებით ტაიმაუტს ავიღებ, ალბათ მინიმუმ 3 წლით, მქონდა საჯარო სექტორიდან შემოთავაზება, თუმცა, მირჩევნია ჩემს ქალაქს ვემსახურო. ამიტომ უარი განვაცხადე. ამჯერად ვამჯობინე კერძო სექტორში დაბრუნება“.