ფოთის მერი ირაკლი კაკულია თანამდებობიდან გადადგა

fotismeri

,,არ დავიწყებ საუბარს რა გაგვიკეთებია, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისათვის, გისურვებთ წარმატებებს. მერობის კანდიდატს
წარმატებებს ვუსურვებ. მოგიწოდებთ ყველას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ. პირველ ტურშივე გამარჯვება არც მერის და არც დეპუტატის გამარჯვება არ იქნება, ეს თითოეული თქვენთაგანის და გუნდური მუშაობის გამარჯვება იქნება»- ამ სიტყვებით მიმართა შეხვედრაზე შეკრებილ მერიის თანამშრომლებს დღეს დილის 9:30 წუთზე ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

კაკულია პარტიული სიის პირველი ნომერი გახლავთ, შესაბამისად, მოვალეობა შეუჩერდა. მერის მოვალეობას ვიცე მერი ლევან ჩოჩია შეასრულებს. უკვე ყოფილმა მერმა კაბინეტში შეკრებილ ყოფილ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ქალაქის საკეთილდღეო საქმეში წარმატება უსურვა. კაკულიამ შესრულებულ სამუშაოზე საუბარი არ ისურვა და მერის თანამდებობიდან ბოლო განკარკულებები გასცა.


კომენტარები სტატიაზე