„ქართული ოცნებიდან“ ფოთის მერობის კანდიდატი — გოჩა კურდღელია

21430217_1562078857185172_8155347827757762005_n

ფოთში უკვე გამოჩნდა მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატის გოჩა კურდღელიას ბილბორდები. კურდღელია ფოთელი ბიზნესმენი გახლავთ.

იგი 1997 – 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორს, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ტერმინალის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა; კურდღელია ასევე გახლავთ 2006-2010 წლებში საკრებულოს წევრი.

ასევე ცნობილია, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერობის კანდიდატების ვინაობაც.

მმართველმა პარტიამ ზუგდიდის (ლაშა გოგია), მესტიის (კაპიტონ ჟორჟოლიანი), მარტვილის (ალექსანდრე გრიგალავა), ხობის (გოჩა ქაჯაია), წალენჯიხისა (ბესიკ ფარცვანია) და ჩხოროწყუს (დავით გოგუა) მერობის კანდიდატებად მოქმედ გამგებლებზე შეაჩერა არჩევანი. რაც შეეხება აბაშასა და სენაკს — აბაშაში მერობის კანდიდატად საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე გელა ხოშტარია , ხოლო სენაკში ლევან კუპრეიშვილი შეირჩნენ.

ოფიციალურად კანდიდატების წარდგენა ზუგდიდში 16 სექტემბერს იგეგმება.


კომენტარები სტატიაზე