„ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები ფოთში

DSCN4805

„ქალის ხმა არჩევნებში!“ — ამ სლოგანით „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრი სამუშაო შეხვედრებს პოლიტიკური პარტიებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ატარებს.

საინფორმაციო შეხვედრებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედიაცენტრი პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას! ფარგლებში ახორციელდებს.

პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

პროექტის ძირითადი მიზანი ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და გამოვლენილი საჭიროებების — პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის გაცნობაა.

პროექტი განხორციელდება საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში: თელავი, რუსთავი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, მუსიკალურ ფესტივალებზე, კონცერტებზე. საინფორმაციო აქციები გაიმართება 12 ქალაქის ბაზრებში, სადაც მოსახლეობას დაურიგდებათ საინფორმაციო მასალა თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებში მონაწილეობას და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას საზოგადოებისათვის.

გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები შშმ პირებსა და კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან, რათა გამოვლინდეს ქალთა ამ ჯგუფების საჭიროებები. 50-მდე შეხვედრა გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანლებთან: „საუბრები ჩაიხანებში კაცებთან“ და „შეხვედრები ქალებთან“, შეხვედრები მოეწყობა ბოშურ თემში, სადაც ასევე მოხდება ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ბოშა ქალების საჭიროებების იდენტიფიცირება.

პროექტის ფარგლებში გაიმართება პოლიტიკური სუბიექტების და ქალი კანდიდატების დებატები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე; ქალი ამომრჩეველის საჭიროებებზე და მათ საარჩევნო პროგრამებში ასახვაზე. ასევე, გენდერული საუბრები მოსახლეობის, კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდების, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალთა პოლიტიკური მონაწილოების მნიშვნელობის და ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე.

პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება არჩევნებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და დისკრიმინაციული ენის გამოყენების დაუშვებლობაზე მანიფესტი.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.


კომენტარები სტატიაზე