,,ქალები უფრო მეტს იტყვიან ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე მამაკაცები,,- დისკუსია ფოთში

20170809_113805

,,ქართველ ქალებს გენეტიკაში აქვთ მართვა სახელმწიფოსი. ზრდიდნენ შვილებს და სახელმწიფოს სწირავდნენ. ქალს ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია დღევანდელ პოლიტიკაშიც.
გარკვეული წლების შემდეგ დარწმუნებული ვარ ქალები უფრო მეტს იტყვიან ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე, დღეს ამბობენ, მამაკაცები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს“- განაცხადა ,,ახალი მემარჯვენეების“ ფოთელმა ლიდერმა ზაზა ლემონჯავამ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

დისკუსია შეხვედრა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’’ ორგანიზებით მოეწყო თემაზე -„მეტი ქალი პოლიტიკაში“. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული და აქტიური ქალები.

შეხვედრის მიზანი გახლდათ თვითმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერება და მხარდაჭერა. დისკუსიაზე მოწვეულებმა პოლიტიკაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე, მათვის ხელისშემშლელ ბარიერებზე ისაუბრეს. იმსჯელეს პოლიტიკაში ქალთა აქტიურად ჩართულობის საკითხებზე.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორის ინგა გვასალიას თქმით დისკუსიის მიზანი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა, პარტიულ სიებში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წინა პოზიციებზე წამოყენებული.

დისკუსია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედიაცენტრში პროექტის ,,თანასწორობა იგებს“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდებდა.


კომენტარები სტატიაზე