რა გვიჯდება საახალწლო სუფრა წელს?

daxlebi

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ ბაზარი მყიდველების ნაკლებობას განიცდის. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საახალწლოდაც შეინიშნება პროდუქტებზე პასების მატება.

გამყიდველების ნაწილი ამბობს, რომ საქონლის ფასებს სხვადასხვა ფაქტორი არეგულირებს. მასზე გავლენა ნაწილობრივ დოლარის კურსის მატებამ და ლარის გაუფასურებამაც იქონია.

საახალწლო ტკბილეულად ყოველ ქართულ ოჯახში გოზინაყი ითვლება. ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია, რამდენი დაუჯდება მოქალაქეს ამ საახალწლო ნუგბარის მომზადება. კილო ნიგოზი ხარისხის მიხედვით 15 ლარიდან — 35 ლარამდე მერყეობს. თხილი 8 ლარია კილო. 1 ლიტრი თაფლის ღირებულება კი 15 ლარია. ჩურჩხელა 1 ცალი 2 ლარიდან 3 ლარამდეა. ჩირი კილო 2- 3 ლარია.

ქართული სუფრა აგრეთვე წარმოუდგენელია საცივისა და ბაჟეს გარეშე. ქათმის ფასი – 15-20 ლარის ფარგლებშია, ხოლო გაყინული ქათმის _ 1 კილო 5,50 ლარია. ინდაური – 60-80 ლარია.
ხაჩაპურის მოწყობილობას რაც შეეხება — ფქვილი კილო 3,50 _იდან იწყება. „უბრალო“ ყველი -1 კილ -11 ლარი. სულუგუნის ყველი – 14-15 ლარის ფარგლებშია.

ღორის ხორცი დღესდღეობით 12 ლარია, ძროხის ხორცი 11 ლარია კილო. გოჭი – 120 ლარია.
რაც შეეხება ხილს — მისი ფასი ყოველდღიურად იცვლება, ფორთოხალი 1 კილო 1,50_დან 4 ლარამდეა. ვაშლი 1 კილო 1_დან 3 ლარამდეა. მანდარინი 1 კილო — 1 ლ_დან- 2 ლ_მდეა. კივი კილო — 2ლ და 3 ლარი. მსხალი კილო 3 ლარიდან- 4 ლ-მდეა. ბანანი კილო 3.50 ლ. ანანასი კილო _4-5 ლარია.

კარტოფილი კილო 1 ლ_დან 2 ლ_მდეა. ხახვი კილო _1 ლარი, ნიორი კილო_ 4 ლარი. კიტრი და პომიდორი კილო 4 ლ_დან 5ლ_მდე. ბადრიჯანი კილო- 2,50- 3ლარი. სტაფილო კილო 1_1,20 ლ.
შეგახსენებთ, რომ პროდუქტის ფასები ახალი წლის მოახლოებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ან პირიქით დაიკლოს.
ეკა ურთმელიძე, ფოთი


კომენტარები სტატიაზე