პარ. სექ 17th, 2021
ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ თანამდებობა დატოვა. წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ თავად გაბედავამ გაავრცელა.

“მოგესალმებით, მეგობრებო! ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მქონდა პატივი ,მემუშავა თქვენთან ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მოსამსახურეს, თითოეულ ადამიანს, ვისთანაც მქონია სამსახურებრივი თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა,მადლობა გადაგიხადოთ.
მინდა დაგემშვიდობოთ და წარმატებები გისურვოთ!”,- წერს სოციალურ ქსელში ყოფილი მოადგილე.
ცნობისთვის, ის აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს გაბედავა პოლიტიკურ საქმიანობას.