პარ. სექ 17th, 2021

ფოთში , “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გიგი უგულავას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრაციის ცნობა დღეს მისცა.

გუშინ კი ,რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარი უთხრეს. ამის გასარკვევად მომსახურების სააგენტოში თავად მივიდა. “ის, რასაც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, დაახლოებით იგივეა, როგორც იქცევა რუსეთისა და ბელარუსის მთავრობა, როდესაც რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ ოპოზიციის კანდიდატებს”- განაცხადა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა

დღეს კი უგულავა ფაქტის ამსახველ დოკუმენტს  Facebook-ზე აქვეყნებს წარწერით “როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”,

გიგი უგულავამ, დღეს ასევე  ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” საარჩევნო სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მისი თქმით ,მიუხედავად იმისა, რომ სიის ფორმირებისას აზრთა სხვადასხვაობა იყო, კონსენსუსი შესაძლებელი გახდა.  პარტიული სიის პირველი ექვსეული შემედგნაირად გამოიყურება :

1,დარეჯან ცხვიტარია

2. დავით ხომერიკი

3. პაატა ჩაგანავა

4.ანი ჯოჯუა

5.მიხეილ ფირცხავალა

6.დავით ბასილაია.