ხუთ. დეკ 3rd, 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გარკვეული რეგულაციებითა და წესებით დაცვით გაიმართება, რადგან კოვიდ-19-მა არჩევნების ჩატარებაშიც შეიტანა ცვლილება და გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია. ქვეყანაში მძიმე ეპიდ ვითარების გამო არჩევნებისთვის, ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

მათ განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს:  2 51 00 51 (0)

ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

ცესკო ასევე მოუწოდებს თითეულ ამომრჩეველს და ჩართულ მხარეებს დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესი.

რაც შეეხება ცესკოს მონაცემებით სენაკი–ხობი–ფოთის 26–ე მაჟორიტალურ ოლქში დარეგისტრირებულია 108 321 ამომრჩეველი. 107 საარჩევნო უბნიდან 32 უბანი ფოთშია გახსნილი, 43 სენაკში და 32 ხობში.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სულ 16 სუბიექტია დარეგისტრირებული, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს.

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიას განცხადებით: ,,როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. აუცილებელია პირბადე, დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება კი ყველასთვის აუცილებელი იქნება, რაც შეეხება კომისიის წევრებს, მათ  უნდა ეკეთოთ ხელთათმანები და დამცავი ფარი. თერმოსქრინინგი მხოლოდ კომისიის წევრებსა და კენჭისყრის პროცესში მონაწილე პირებს ჩაუტარდებათ. ამომრჩევლებისათვის კი განკუთვნილი იქნება ინდივიდუალური კალმები, რომლებსაც ამომრჩეველი თავისი სურვილის მიხედვით ან ჩააგდებს სპეციალურ კონტეინერში ან წაიღებს თან”.

საოლქო საარჩევნო კომიისის თავმჯდომარის თქმითვე, კომისიის წევრებისათვის ტრეინინგები 4 ეტაპად ჩატარდა. კოვიდ–19 –თან  დაკავშირებით ცესკომ მიიღო 36–ე დადგენილება, რომელშიც ზუსტად არის გაწერილი ის წესები, რომლებიც უნდა დაიცვან კომისიის წევრებმა და არა მარტო მათ, არამედ საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა პირმა,. ,,რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით გვაქვს გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, თუ რომელიმე ამომრჩეველს აქვს რაიმე პრობლემა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება ამომრჩეველი პორბადის გარეშე. სხვა შემთხვევაში კი ნებისმიერ პირს მოეთხოვება პირბადე. რაც შეეხება გამოყენებულ პირბადესა და სხვა ნარჩენებს, ამისათვის ყველა ოლქს ეყოლება დამლაგებელი, რომელიც გადაყრის მათ სპეციალური კონტეინერებით. აუცილებელია ოთახის განიავება, დადგენილებით ყოველ 3 საათში უნდა მოხდეს კენჭისყრის ოთახის განიავება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, უფრო მოკლე ინტერვალითაც შეიძლება განიავდეს ოთახები. ასევე აუცილებელია ზედაპირების ხშირი გადაწმენდა სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც კომისიის წევრებს ექნებათ მაგიდაზე”.

აქვე მოყვანილია კანდიდატთა სია:

# 2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – გიორგი ბოკერია

# 5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – მურთაზ ზოდელავა

# 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -თეიმურაზ ფაჩულია

#14„ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“- ლევან მარტიაშვილი

#19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“- ირაკლი ბერაია

#20 ,,საქართველო” -დავით დავითაია

#21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“- თამარ ფაჩულია

# 30 შეცვალე საქართველო _ მზია თამაზაშვილი

#36 გირჩი – ბორის ყურუა

#41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო- ირაკლი ხახუბია

#44 „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“- გიორგი გახოკიძე

#47 „ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია”- თეიმურაზ წურწუმია

# 50 „პროგრესული საქართველო“- ზაალ დავითაია

# 56 „ლელო – მამუკა ხაზარაძე“- გიორგი ბარამია

# 61 საინიციატივო ჯგუფი – 0. პაატა ჩაგანავა, ირაკლი ხვიჩავა, დავითი ჯიქია, მერაბი სიმონია, დავით ბასილაია – დათო სარსანია

# 62 საინიციატივო ჯგუფი – 0. ირაკლი კუპრეიშვილი, გიორგი ლაკია, ნოდარ ადამია, გურანდა ოდიშარია, გულიზა ჯობავა – აპოლონ გარუჩავა