ოთხ. ოქტ 28th, 2020

შესაძლოა ფოთში მე-5 საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდეს. ამის მიზეზი შეიძლება ერთ-ერთი პედაგოგის კოვიდ-19 დაინფიცირება გახდეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განმარტებით სწავლების ონლაინ მეთოდზე გადასვლა სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ეპიდემიოლოგებთან კოსულტაციის შემდეგ. რის შემდეგადაც მოგვმართავს ჩვენ. ჯერჯერობით სკოლას ჩვენთვის არ მიუმართავს.
რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, სადაც ვირუსით ინფიცირების რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, დისტანციური სწავლა 26 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება.