სამ. სექ 22nd, 2020

რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლების რომელიღაც მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებით ლამის ფოთის სიმბოლოდ ქცეული „კოლხი დედის“ ქანდაკება აიღეს და სადღაც სარდაფში გამოკეტეს.
რამდენიმე წლიანი „ტუსაღობის“ შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი მალე დღის სინათლეს იხილავს და ფოთელთა საყვარელი ქანდაკება ქალაქის ცენტრში, ხელოვანთა სკვერში დაიდებს საბოლოო ბინას. ქანდაკების ადგილი ერთ-ერთმა ავტორმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ შეარჩია. ძეგლის მონტაჟისთვის გამოცხადებული გახლდათ ტენდერი. ვადები არ არის კონკრეტულად ცნობილი.

Comments are closed.