»ნიუტონის» სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

თამარ-ბაბიუა

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ბაბი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.

თამარ ბაბილუა ფოთელი გახლავთ.

ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის «ნიუტონის» წევრი იყო. 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. მეტიც, პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა– 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. ბაბის ერთი შვილი დარჩა.


კომენტარები სტატიაზე