ფოთში ოპოზიციამ სამშობიარო სახლის გაუქმება გააპროტესტა

DSCN9292

დღეს, ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამშობიარო სახლის გაუქმება გააპროტესტეს. ფოთის სამშობიარო სახლი კერძო საკუთრება გახლავთ, რომლის აქციონრები თავად მედიკოსები არიან. ოფიციალური მონაცემებით სამშობიარო სახლს 42 მეპატრონე ჰყავს.

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა ხორავა სამშობიარო სახლის გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი არსებობდა და დღეს აღარ არსებობს. მშობიარე დგას კატასტროფის წინაშე, რადგან მოუწევს ახლომდებარე ქალაქებში გადაადგილება, ხომ შეიძლება შეიქმნას იმის საშიშროება რომ გზაში გაურთულდეს მდგომარეობა ან მოუწიოს მშობიარობა, მერე რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?! ქალაქის სირცხვილი გახლავთ ეს, მაშინ, როდესაც ქალაქს ჰყავდეს ოფიციალურად 28 მილიონერი, და ასეთი პრობლემების წინაშე იდგეს“ — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას თქმით, საკითხი მათვისაც ცნობილია და მტკივნეულია, არსებული პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტულია.


კომენტარები სტატიაზე