საქართველოსგან განსხვავებით, ესტონეთში ფერმერობა დიდი მომგებიანი საქმიანობაა

20190206_170106

ესტონეთში რძის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელ ფერმად — Vändra OÜ სახელდება, რომლის ერთ-ერთი მეპატრონე 69 წლის ფერმერი იან ტოპოლი გახლავთ. ფერმა ყოველდღიურად 300 ტონა რძეს აწარმოებს. ფერმის წლიური ბრუნვა 6 მილიონზე მეტია, ხოლო მოგება წელიწადში მილიონ ევროს აჭარბებს.ფერმა მდებარეობს ტალინსა და საკურორტო ქალაქ პარნოს შორის.

როგორც იან ტოპოლი გვიხსნის ფერმას ოთხი ძირითადი აქციონერი ჰყავს. მისი თქმით, ბრუნვა წელიწადში 6,200,000 ევროს შეადგენს, ხოლო 2018 წელს მხოლოდ შემოსავალმა 1,300,000 ევრო შეადგენა. თითო ტონაზე რძის ფასი 320 ევროა.
იანის ნაამბობიდან ირკვევა, რომ საქართველოსგან განსხვავებით ესტონელმა ფერმერებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებული ბაზა შეინარჩუნეს და კოოპერატივი შექმნეს. 2004 წლიდან, როდესაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, სხვა ფერმერების მსგავსად, იანმაც კრედიტი აიღო, ფერმა შეისყიდა და წელში გასწორდა. გამოცდილებისა და სისტემის უკეთ გასაცნობად ამერიკაშიც კი წავიდნენ, რათა ესტონეთშიც დაენერგათ სიახლეები.

ტოპოლი ამჟამად ფერმას სხვა 30 მდე თანამშრომელთან ერთად უძღვება. განსაკუთრებული ყურადღება საქონლის კვებას, ჯანმრთელობასა და რძის ხარისხს ენიჭება. იანის ფერმაში შვეიცარიული ჯიშის ძროხები უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება. კუროს საშუალო ცოცხალი მასა 900-1000 კგ-ს უდრის, ფურისა 680-700 კგ-ს.

როგორც იანმა MSNEWS.GE-სთან საუბრისას განაცხადა აღნიშნული საქმიანობა წლების წინ სულ რამდენიმე საქონლით დაიწყო, დღეს კი მის ფერმაში პირუტყვი 1500 მდე აღირიცხება. ცალკე ბოჩოლებისათვის ორი კლასი მუშაობს. პირველი მათ დედის რძიდან მყარ საკვებზე გადასვლაში ეხმარება. 5 თვის შემდეგ ბოჩოლები სხვა ძროხებთან ერთად გადაყავთ, სადაც მათი ჯანმრთელობისათვის კვების სპეციალურ პროგრამაში ერთვებიან.

ერთ-ერთი აქციონერის, ენ ბერკმანის, თქმით „ჩვენ შევძელით ძველი ფერმის ბაზაზე ახალი, თანამედროვე ფერმა შეგვექმნა. ცხადია, სირთულეები ისევ გვაქვს. გადაიარაღება მუდმივად არის საჭირო. 25 წლის წინანდელი ცოდნა საკმარისი აღარ არის. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი წარმოებული რძე ხარისხიანი და გემრიელია“.

მიუხედავად მომგებიანი საქმიანობისა იან ტოპოლი პენსიაში გასვლისათვის ემზადება და სავარაუდოდ ფერმაც ახალი მფლობელის ხელში გადავა.


კომენტარები სტატიაზე