ფოთში მდინარე რიონის ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა

20190129_192933

ფოთში აღმაშენებლის ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა.როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი მოაჯირზე იყო ასული და სურათებს მისი თანატოლები უღებდნენ, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

იქვე მყოფები ჩავიდნენ წყალში, მაგრამ ვერ მიაგნეს. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს. ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი.

“რამდენიმე ბიჭი იყო შეკრებილი ხიდზე, ერთი მათგანი ზემოთ იყო და გადადიოდა მოაჯირით ხიდზე, რა დროსაც ცალი ფეხი დაუცდა და გადავარდა. დანარჩენები ერთმანეთს ეხვეწებოდნენ გაიხადე და გადახტიო, მაგრამ ბოლოს ყველა გაიქცა”, – განაცხადა თვითმხილველმა.


კომენტარები სტატიაზე