დისკუსია ფოთში — ,, გახადე სამყარო ნარინჯისფერი — შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და ბავშვების მიმართ!“

DSCN8576

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ფოთის საჯარო სკოლის 11-12 კლასის მოსწავლეებისთვის და სამოქალაქო საგნის პედაგოგებისთვის ჩატარდა ღონისძიება თემაზე: ,, გახადე სამყარო ნარინჯისფერი — შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და ბავშვების მიმართ!“.

ღონისძიება ფოთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებას ფოთის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ინგა გვასალია გაუძღვა. მოწვეული გახლდათ ფოთის სოციალური სააგენტოს იურისტი შორენა ღაჭავა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის სამართველოს გამომძიებელ- ინსპექტორი აპოლონ ლაგვილავა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობაზე, ასევე ოჯახში ძალადობაზე.

ღონისძიებაზე გაკეთებულმა პრეზენტაციამ, ძალადობის შესახებ არსებულმა ოფიციალურმა სტატისტიკამ და კონკრეტული მაგალითების მოყვანამ 40-მდე მონაწილის დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მწვავე დისკუსია გაიმართა.

მონაწილეებმა პრევენციული გზების ძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. კამპანია მთელ მსოფლიოში, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ხორციელდება.


კომენტარები სტატიაზე