ფოთში, 8 საათისთვის 22 447 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

DSCN8565

ფოთის 70-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით 32-ვე უბანი 8 საათზე ერთდროულად დაიხურა. მთელი დღის განმავლობაში საოლქოში სულ 9 საჩივარი შევიდა, უბნებზე კი 14 საჩივარი დაიწერა, რომლებიც ძირითადად საპროცედურო საკითხებს ეხება.

საოლქო საარჩევნო კომისიის 20:00 საათის მონაცემებით, ფოთში სულ 22 447 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო მაჩვენებლის 54,19% -ია. ფოთში სულ 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


კომენტარები სტატიაზე