ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

cesko-cr-739x428

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 7 საათზე გაიხსნა. პროცედურული საკითხების მოგვარების შემდეგ, ხმის მიცემა 8 საათიდან დაიწყო.

ათი საათის მონაცემებით 3 300-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 7,97%-ია. საოლქოს თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ამ დროისთვის საოლქოში 5 საჩივარია შესული. რომელიც ძირითადად გარე აგიტაციის თემას, ფოტოების გადაღებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაძევებას და წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხება.


კომენტარები სტატიაზე