ფოთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ეხმაურებიან

32130373_1981460421866928_6639900606460854272_o

ფოთის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას ხმაური მოყვა როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან. აღნიშნული დადგენილება ეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის დარეჯან ცხვიტარიას თქმით , არ იცოდა დადგენილების ერთ-ერთი პუნქტი ცხოველებთან ზოოფილურ აქტს თუ შეეხებოდა. მისივე ინფორმაციით, სხდომაზე წარსადგენი საკითხები მათ წინასწარ არ ეგზავნებათ.

,,არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ წინასწარ, ერთი კვირით ადრე მაინც მოგვაწოდონ შესაბამისი საბუთები, რათა გავეცნოთ. დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, როცა პირუტყვი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანი. რა საჭიროა საკითხების პარტიზანული შემოგზავნები. საერთაშორისო კონვეციები თუ ამას ითვალისწინებს , ეთქვათ ნორმალურად და დავუჭერდით მხარს. ამათ ხასიათშია, ოპოზიციას ანგარიში არ გაუწიონ, რადგან ,, ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმრავლესობაში არიან და ყველაფერს თვითნებურად მაინც ღებულობენ. ამ პუნქტის არსებობის შესახებ არც ვიცოდი. ისე წარმოადგინეს სხდომაზე აღნიშნული პროექტი, რომ ნებისმიერი მისცემდა ხმას. ყველაფერს პროცედურის დარღვევით აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, არც უმრავლესობამ იცის თუ რას აუწიეს ხელი. 19 გვერდიან პროექტს იმ დღეს როგორ გაეცნობოდნენ?,“- განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული დადგენილება შემუშავდა არასამთავრობო სექტორისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე.

,,ა(ა)იპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“, 2018 წლის 19 აპრილს დადგენილების პროექტით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესები მოწესრიგებულიყო.რის შემდეგაც დოკუმენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისგან განსახილველად მიიღო,“- აღნიშნა საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსმა ნანა ხოშტარიამ.

საკრებულოს სხდომას, რომელსაც 17 წევრი ესწრებოდა, აღნიშნულ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.


კომენტარები სტატიაზე