ფოთში ჰოდროკვანძზე მომუშავე მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია

DSCN7390

ფოთში მდინარე რიონზე მდებარე ჰიდროკვანძის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა ორი თვის გაუცემელი ხელფასები უკვე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუცემელი ხელფასების მოთხოვნით აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა დახმარებისთვის მოგვმართეს. ამავე მოთხოვნით მუშებს დაახლოებით ერთი თვე, სამუშაოებიც შეჩერებული ქონდათ.

როგორც შეხვედრისას სამუშაო ობიექტის მწარმოებელმა გიორგი ბეჟაშვილმა დაპირება მოგვცა, ხელფასების დაგვიანება ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება და სამუშაოებიც მალე განახლდებაო, ორიოდე დღეშივე დანაპირებიც შეასრულა.

ჰიდროკვანძზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერის იმედი“ ფარების, კაშხლის, ამორტიზებული ელექტრო ტექნიკის და სხვა მექანიკური ნაწილების კაპიტალური რემონტსა და რეაბილიტაციას მოახდენს. პროექტის მეორე ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები წყლის ქვეშ განხორციელდება. სარემონტო სამუშაოებზე 1 367 815 ლარი დაიხარჯება.


კომენტარები სტატიაზე