ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა, თანამდებობა დატოვა

pjimage-1

ამის შესახებ განცხადება დავით მღებრიშვილმა ფოთის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბარს იგი მოგვიანებით გეგმავს:

,,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფოთის თეატრი! ვითარება, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრშია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ადამიანისათვის და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია! მიზეზებზე, დაწვრილებით მოგახსენებთ მოგვიანებით! ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს!”- ნათქვამია დავით მღებრიშვილის განცხადებაში.

მღებრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე, საქართველოს პროკურატურის მისამართით წერილი გამოაქვეყნა .


კომენტარები სტატიაზე