ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს

49cd04b48cf49e

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მღებრიშვილი პროკურატურას მიმართავს. ის პროკურატურისგან ითხოვს იმ კითხვებზე პასუხებს, რომელიც ამ ბოლო დროს თეატრის ირგვლივ არსებობს.
პატივცემულო ბატონებო!

მოვიდა დრო, როდესაც ყველაფარს თავისი სახელი უნდა დავარქვათ!

ტაძრის შენობის ცნობილი დატოვების მომენტიდან, ფოთის თეატრი ელოდებოდა ახალ შენობას. 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი ახალი შენობის მშენებლობას. 2014 წელს, როგორც იქნა, შენობა «დასრულდა» და თეატრმა დაიწყო ნორმაულური ფუნქციონირება. თეატრმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას. გავხდით რამოდენიმე, როგორც ქართული პრესტიჟული თეატრალური პრემიების ასევე ევროპული პრემიის ლაურეატები. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფოთის თეატრი ქართული თეატრალური ცხოვრების კონტექსტში ერთერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე თეატრია. უკვე გვიცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. წარმატებით გაგვაქვს ქართული თეატრალური კულტურა საზღვარგარეთ სხვა და სხვა თეატრალურ ფორუმებზე. ვაფინანსებთ სტუდენტრბის სწავლას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, რათა ფოთის თეატრის დასი მომავალში ადგილობრივი პროფესიონალური კადრებით იყოს დაკომპლექტებული. წელს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოთის სამსახიობო მიზნობრივი ჯგუფი სწავლას ამთავრებს და შემოდგომიდან შეუერთდება თეატრის დასს. ვატარებთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც როგორც მთლიანად ქართული თეატრალური ცხოვრების, ასევე ქალაქ ფოთის ერთერთი უმნიშვნელოვასი კულტურული მოვლენა გახდა. სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სავარაუდოდ წყალშია ჩაყრილი, რადგანაც თეატრი ვერ ფუნქციონირებს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო!
დღეს თეატრის შენობის მგომარეობა ასეთია:

შენობა, რომელსაც მშენებლების მხრიდან ჯერ საგარანტიო ვადაც არ გასვლია, დანგრევის პირასაა. ვარდება ჭერი, ცვივა თეატრის მოსაპირკეთებელი მასალები, ნესტიანდება თითქმის ყველა კედელი და განსაკუთრებით პირველი სართული, რომელიც უმძიმეს მდგომრეობაშია, თეატრში გვაწვიმს როგორც გარეთ, გათბობის სისტემა გამართულად არ მუშაობს, გაუმართავია ელექტრო გენერატორიც, აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ადგილას უნიტაზები საკანალიზაციო სისტემასთან არ იყო მიერთებული და საკანალიზაციო წყლები პირდაპირ კედლებში ჩაედინებოდა, სველი წერტილები საშინლად არის გაკეთებული, ქარი თეატრის შენობაში ქრის როგორც გარეთ, სცენის მექანიზმების ნაწილი მეორადი დეტალებით იყო დამონტაჟებული, ჩამოწყდა სატვირთო ლიფტი, რომელიც სავარაუდოდ ასევე მეორადი დეტალებით იყო გაკეთებული. ლიფტის ჩამოვარდნის შედეგადად ჩვენი თანამშრომელი დღეს ინვალიდის ეტლს არის მიჭაჭვული. თეატრის დასს დღეს არ ააქვს საშულება სრულყოფილად იმუშაოს და მოემსახუროს თავის მაყურებელს. თეატრის შენობაში ვერც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდება. ვერ ვთამაშობთ სპექტაკლებს, ვერ ვატარებთ რეპეტიციებს.

მშენებელი კომპანია, რომლის ვალდებულება იყო და დღესაც არის თავისი ხარჯით გამოასწოროს ყველა ხარვეზი პასუხილმგებლობას თავს არიდებს. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თუმრმე ფოთის შენობის პრობლემების თავი და თავი ფოთის თეატრის ხელძმღვანელობაა, რომელიც თურმე ვენტილაციას არ ამუშავებს და შენობა სწორედ ამიტომ ინგრევა! კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, თუმცა ამის რაიმე საბუთი ჩვენამდე არ მოსულა.
პრობლემებმა თეატრის შენობის გახსნისთანავე იჩინეს თავი და თეატრმა ამის შესახებ არაერთი წერილი მიწერა ფოთის მერიას, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლამდე ჩვენს წერილებზე რეაგირება არ ხდებოდა. წელს, როგორც იქნა, კულტურის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და ჩარევით შენობის რეაბილიტაციის საქმე ნელა, მაგრამ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ფოთის საკრებულომ გამონახა თანხა 30 000 (აცდაათი ათასი) ლარი. უნდა ჩატარდეს ტენდერი შენობის სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზაზე და სამუშაოების პროექტზე. შემდეგ კი უნდა გამოინახოს ფული შენობის კაპიტალურ რეაბილიტაციაზე.
მაქვს შეკუთხვა, ვინ არის პასუხისმგებელი შენობის ასეთ მდგომარეობაზე, რომლის ასაშენებლად 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა?

შენობის მომავალი რეაბილიტაციის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ, იგივე შედეგი რომ არ მივიღოთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ და ჩაატარონ საფუძვლიანი და დეტალური გამოძიება — შენობის დაპროექტებიდან, მშენებლობის მსვლელობისა და მშენებლობის დასრულების, მიღება — ჩაბარებით დამთავრებული. რათა დადგინდეს, თუ რატომ გახდა შესაძლებელი, რომ ახალი შენობა, დღეს ასეთ მდგომარეობაშია, მაშინ, როცა მშენებლობის დასრულებიდან მხოლოდ 4 წელიწადია გასული?

შესაბამისი განცხადებით მივმართავ საქართველოს პროკურატურას.

დავით მღებრიშვილი


კომენტარები სტატიაზე