ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთში 28 წლის ახალგაზრდა პოლიციელმა ირაკლი ნანეიშვილმა ბაზრის ტერიტორიაზე თავი მოიკლა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მან დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში ისროლა.

თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თვითმხილველები ამბობენ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დედა და შვილი კამათობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Comments are closed.