ახალგაზრდა მამაკაცს,რომელმაც მამინაცვალი მოკლა, სავარაუდოდ, 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება

30656766_1980235722237798_4955386193559683072_n

ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცმა შუა ხნის მამინაცვალი მოკლა. ბათუმის ქუჩაზე მცხოვრებლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და ისინი გარდაცვლილ მეზობელს დადებითად ახასიათებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამინაცვალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.


კომენტარები სტატიაზე