ფოთში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალბატონებს მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელები გადასცეს

28619074_1763680400354695_1135915378886378595_o

ფოთში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია დაესწრო.

მათ დღევანდელი დღე მიულოცეს ფოთელ მანდილოსნებს და ქალაქში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებულ ქალბატონებს მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელები გადასცეს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოწყობილ, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დავით არჩვაძემ და კვარტეტმა „ჰანგები“, ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ფაზისი“, პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ ჯულიტა ბჟალავამ იმღერეს და ყველასათვის საყვარელი მელოდიები, ძველი ხალხური და ქალაქური სიმღერები ააჟღერეს.

8 მარტი ქალბატონებს ქალაქის ქუჩებშიც მიულოცეს. თაიგულები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა დაარიგეს.


კომენტარები სტატიაზე