ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მერი ირაკლი კაკულია გახდა

DSCN5947

ფოთის ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მერი ირაკლი კაკულია გახდა. საკრებულოს პირველ სხდომას 25-ივე დეპუტატი ესწრებოდა.

კაკულიას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა — 18 მომხრე, 1 წინააღმდეგი და 3 ბათილი ბიულეტინი. ხოლო სამმა საკრებულოს წევრმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

# 6 მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. კაკულიას კანდიდატად დასახელებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,შენების მოძრაობის“ დეპუტატებს.

საკრებულოს წევრებმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, დარეჯან ცხვიტარიამ და დავით ხომერიკმა სხდომის მიმდინარეობისას უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. როგორც ცხვიტარიამ განაცხადა მათი პროტესტი არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია.

ასევე მხარი არ დაუჭირა კაკულიას კანდიდატურას საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ მაია ჩხარტიშვილმა.

ირაკლი კაკულიას თავმჯდომარედ კანდიდატურად დასახელების წინააღმდეგი გახლდათ საკრებულოს წევრი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან“- ოთარ ხარჩილავა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიას განცხადებით, თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა და ის მის გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ქალაქის განვითარებისთვის.

ასევე 18 ხმით აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი დარჯანია.
საკრებულოს სხდომა კანონის შესაბამისად ფოთის #70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ გახსნა. რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო დარბაზში შეკრებილებს, შემდეგ სხდომის წარმართვა საკრებულოს უხუცესმა წევრმა გია დარჯანიამ გადაიბარა.


კომენტარები სტატიაზე