ფოთის გამწვანების აქცია ახალი მერის მონაწილეობით

23600759_1621229111270146_1718717060_o

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ინიციატივით და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ფოთში

გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

აქციის ფარგლებში , ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე 50 ძირი კიპარისის ხე და 35 ძირი მარადმწავენე ბუჩქი დაირგო.

„ფოთელი სტუდენტების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ტარდება. მინდა მადლობა უთხრა ამ ახალგაზრდებს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი“- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.


კომენტარები სტატიაზე