ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთის მერის თანამდებობაზე არჩევის სურვილი ოფიციალურად 6 კანდიდატმა გამოთქვა. აქედან სამი კანდიდატი ქალი გახლავთ.
საოლქო კომისიაში პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს, 18.00 საათზე დასრულდა. მერობის კანდიდატები გახლავთ:

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – გოჩა კურდღელია,

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” – ოთარ ხარჩილავა,

“ნაციონალური მოძრაობა“- მაკა ჯინჯოლია,

“ევროპული საქართველო” – ვახტანგ დარცმელიძე

“ახალი საქართველო” – ინგა ჭანტურია,

“პატრიოტთა ალიანსი“ – მაია ჩხარტიშვილი.

საოლქოში შემოსული დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კონკრეტულ სუბიექტებს შეცდომის გამოსასწორებლადაც კანონმდებლობით 2 დღე აქვთ განსაზღვრული.რის შემდეგაც მოხდება წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება.