ორშ. სექ 28th, 2020

ფოთის 61-ე მაჟორიტარულ ოლქში 3 საათის მონაცემებით 15 438 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი,რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლების 29, 57 %-ია.
61-ე მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განმარტებით საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 1 საჩივარია შემოსული, რომელიც ერთ-ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს თამაზ სოსელიას უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება.

აღნიშნულზე საჩივარი საოლქოში „ნაციონალური ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა შეიტანა. როდონაიას თქმით საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან სოსელია გახლავთ საკრებულოს წევრი და მას არ ქონდა უფლება დამკვირვებლად ყოფნის.