შაბ. სექ 26th, 2020

დღეს მოძრაობა,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის მაჟორიტაობის კანდიდატმა კოტე კემულარიამ საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების ფოთის ოფისთან, ბრიფინგი გამართა.

კემულარიამ ფოთში არსებული წყლის ტარიფი გააპროტესტა. ფოთში წყლის ტარიფი რამდენიმე წელია საქართველოში დადგენილი წყლის ტარიფის მაქსიმალურ ზღვარს 20 თეთრით აღემატება. სემეკის გადაწყვეტილებით საქართველოში წყლის გადასახადის მაქსიმალური ზღვარი უნდა იყოს არაუმეტეს 35 თეთრი, გარდა ფოთისა. ფოთში გადასახადი 55 თეთრს შეადგენს.

კემულარიას განმარტებით: ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება ექვსი წელია ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, არ ვიცი ამ ფულს იყოფენ, ,,ატკატებს” აკეთებენ თუ ქველმოქმედებისთვის ხარჯავენ, ამას სჭირდება გამოძიება, რადგან ეს არის მილიონობით მითვისებული თანხა. გვინდა მივმართოთ ყველა ოჯახს ფოთში, შევაგროვოთ ხელმოწერები, რათა არჩევნებამდე გაუქმდეს ეს ბრაკონული ძარცვა, შემდგომ მივმართავთ სასამართლოს, რათა თანხები დაუბრუნდეს ფოთელებს”.

ბრიფინგის მონაწილეებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უფროსი დათა შელეგია გამოეხმაურა და ჩვეული სიტყვაძუნწობით კითხვებზე პასუხების მისაღებად პრესცენტრისკენ გადაამისამართა. შელეგიას პასუხს კემულარიამ დაბნეული და ცინიკური უწოდა.