პარ. სექ 18th, 2020

დღეს ფოთში “რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა. ოფიციალურ გახსნას ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, პარლამენტის წევრები,ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პირველი „რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება,

ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი «დღეს».
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები.

დღეს ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრის სპექტაკლით “ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ” გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პირველად იმართება საქართველოში და მას როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან ყოველწლიური სახე მიეცემა.

“რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” 25 ივლისს დაიხურება.