ოთხ. სექ 30th, 2020

ფოთმა ,,ქართული ფოლკლორის, კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერის ფესტივალ-კონკურსს“ უმასპინძლა. კოლხურ-ლაზური ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს

და წელს იგი მერვედ გაიმართა. ქალაქის ცენტრალური პარკის ღია სცენაზე საკუთარი შემოქმედება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 28 ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა აჩვენა.

ფესტივალის მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ფრიდონ სულაბერიძის თავმჯდომარეობით. ფესტივალის ორგანიზატორის, ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის გიგლა თურქიას თქმით, კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერის ფესტივალი ფოთში მომავალ წელსაც ჩატარდება.

ფესტივალის მეორე დღეს გაიმართა ფოლკლორის (ქორეოგრაფიული) საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი ,,კავკასია – 2015“, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოდან 25 ქორეოგრაფიული ანსამბლი და 8 ქვეყნის (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, მოლდავეთი,პოლონეთი) 12 კოლექტივი.

ფესტივალის დღეებშივე ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში

ფოლკლორის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ -“ფაზისის” (ხელმძღვანელი ახმედ ამბალია) დაარსებიდან 40 წლის აღსანიშნავი საიუბილეო-საანგარიშო კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებას ფოთის,ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცნობილი ხელოვანები ფრიდონ სულაბერიძე ,ომარ მხეიძე და სხვა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
ანსამბლს იუბილე ფოთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიულოცეს.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფაზისის ” წევრებს ქალაქის ხელმძღვანელობამ საჩუქრად 60 წყვილი საცეკვაო კოსტიუმი გადასცა.