გრიგოლ ღვანია რიგაში პერსონალური გამოფენაზე მიიწვიეს

53625597_393698658125838_6550203757831913472_n

ფერმწერი გრიგოლ ღვანია მორიგი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, რომელიც ქალაქ რიგაში, გალერეა „ანტონიაში“ გაიმართება. ეს არ არის მისი პირველი პერსონალური გამოფენა რიგაში, როგორც msnews — თან საუბრობს, ის გასულ კვირას იმყოფებოდა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, პატარა საგამოფენო გალერეაში, სადაც წარდგენილი ჰქონდა 15- მდე ფერმწერული ნამუშავარი, სწორედ ამ გამოფენის შემდეგ მიიღო მიწვევა დიდ საგამოფენო სივრცეში.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია „ანტონიის“ საგამოფენო სივრცეში გამოიფინოს ჩემი ნამუშვერები. აღნიშნული საგამოფენო სივრცე ძალიან პრესტიჟული ადგილი გახლავთ, წლების განმავლობაში თავად ლატვიელი მხატვრები ელოდებიან იქ ნამუშევრების გამოფენას. მე კი მეძლევა შესაძლებლობა 1 ივნის პერსონალური გამოფენა მოვაწყო, სადაც 30 დან 40 -მდე ნამუშევრით წარვდგები ლატვიელების წინაშე“- განაცხადა ღვანიამ.

როგორც msnews — თან საუბრისას ღვანიამ დაანონსა იგი გეგმავს სამხატვრო ფესტივალის დაარსებას. მისი თქმით ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება. პლენარზე 5 ქართველი და 5 უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. ფაქტიურად შეიქმნება სამუზეუმო ფონდი, სადაც გამოიფინება ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.


კომენტარები სტატიაზე