ფოთის დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

28516372_1756876127701789_4617803938883719746_o

ფოთში დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის ოფიციალურ გახსნას პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ვინსენტ დონტოტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოთელი და ფოთში მცხოვრები დევნილების სახელით, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მხარდაჭერისა და იმ ძალისხმევისათვის, რის შედეგადაც ქალაქს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივლისში პოლონეთის საელჩოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო, პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და დევნილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. დასახლებაში, რომელიც 2011 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, 1 200-ზე მეტი აფაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.


კომენტარები სტატიაზე