კოლხეთის ეროვნული პარკის UNESCO-ს უბნად გამოცხადება

27973154_1741168509272551_5222484868882544491_n

UNESCO კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადებას გეგმავს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რათა ასეთი მემკვიდრეობის უბნებად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.

აღნიშნული პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობასთან ერთად 2017 წლიდან ხორციელდება. მისი თანადამფინანსებელი გახლავთ ასევე გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო და (WWF).

შეხვერდა, „წინასწარი შეფასება კოლხეთის ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზნით“ ფარგლებში გაიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე დაინტერესებულ მხარეებთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ისაუბრა. შეხვედრას ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარები სტატიაზე