დღეს ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება

2014-06-16_144905

დღეს ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს 10 დღის განმავლობაში ვალერიან გუნიას სახელობის
სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეტრი და ექვსი უცხოეთიდან მოწვეული დასი მიიღებს. სულ წარმოდგენილი იქნება 24 სპექტაკლი. ფესტივალს სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სანონ ლევინის სპექტაკლით„ ,,იაკიში და პუპჩე“ (რეჟ. დ. საყვარელიძე) გახსნის, სადაც ფოთელი მსახიობებიც ღებულობენ მონაწილეობას.

ფესტივალის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით, მაყურებელს საინტერესო დღეები ელოდება.

,,რეგიონული თეტრების საერთაშორისო ფესტივალის დღეები საკმაოდ დატვირთულია, გაწერილია თითოეული საათი, სპექტაკლებს შორის გაიმართება ვორქ-შოპები და მასტერკლასები. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო თეატრალური სემინარი, სახელწოდებით ,,თეატრის მართვა და თანამედროვეობა“ . მასტერკლას უცხოელ მსახიობებისათვის ფესტივალის ორგანიზატორი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ჩაატარებს. მოწვეული გვყავს იტალიელი რეჟისორი კლაუდიო დიმაგილიო, რომელიც რეგიონული თეტრებიდან შეარჩევს ჯგუფს , იმუშავებს მათთან და დადგამს სპეციალურ პერფომანს, რომლითაც ფესტივალი დაიხურება“- განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და ყოველწლიურად იზრდება მისი მაშტაბები.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ ორგანიზებითა და „ქართუ ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი 30 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.


კომენტარები სტატიაზე