ფაზისობა 2017

19657079_1518594011530003_8413386147000845028_n

ფოთი ხვალ 22 ივლისს „ფაზისობა 2017″-ს აღნიშნავს. „ფაზისობა 2017″ წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება. სხვადასხვა კულტურული ღონისძიების

გარდა, ”ფაზისობის” დღესასწაულზე საერთაშორისო თამაში — ”ქალაქის საგანძური” 11 საათიდან 16 საათამდე ჩატარდება.

ორგანიზატორების თქმით თამაშის ჩასატარებლად შეირჩა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორია, მალთაყვას სანაპირო ზოლი, ქალაქის ქუჩები და ღირსშესანიშნაობები.

კვესტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. თამაში არის სათავგადასავლო და შემეცნებითი, საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. რეგისტრაცია უფასოა. თამაში შეიძლება ინდივიდუალურად და მეგობრების/ოჯახის/თანამშრომლების ჯგუფებით.


კომენტარები სტატიაზე