ფაზისობის პროგრამა

სახალხო დღესასწაულ ,,ფაზისობა» დღესასწაული დატვირთული იქნება შემოქმედებით-შემეცნებითი და მხატვრული პროგრამებით.
დღესასწაულის მონაწილეთა წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები, გაიმართება ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თანამედროვე ბალეტის ვიდეოჩვენება. ჩატარდება ქალაქის ისტორიის შესახებ ელექტორიუმები.ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა იქნება ფოთში არსებული ბიოფერმის მოსავლის და სხვადასხვა სუვენირების შეძენა და ასევე ტრადიციული კერძების დაგემოვნება. მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება საჩვენებელ გამოსვლებსა და სპორტულ ასპარეზობებში. კულტურულ-მასობრივ ღონისძიებას ცენტრალურ მოედანზე, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტისა და ჯგუფი „ბანის“ გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს.


კომენტარები სტატიაზე