შაბ. სექ 26th, 2020

25 ივლისს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა თეატრმა ფოთელ მაყურებელს ახალ შენობაში პირველი პრემიერა წარუდგინა – უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტი”.

დანიის პრინცის ტრაგიკული ისტორიის სანახავად თეატრი მაყურებლით გაივსო. ფოიეში გამოფენილი იყო თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოკოლაჟი, რომელსაც დიდი ინტერესით ათვალიერებდა შეკრებილი საზოგადოება. პრემიერა წარმატებული გამოდგა და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა დავით მღებრიშვილის რეჟისორობით დადგმულმა სპექტაკლმა. სცენოგრაფია კი თამარ ოხოკიან ეკუთვნის. სპექტაკლში დასის სრული შემადგენლობა მონაწილეობს: ნაირა ჭიჭინაძე, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, ომგერ როხვაძე, ჩიტო პატარიძე, გენო შონია, გიორგი ჯანყარაშვილი, მაია კულუა, თამუნა ჭუბაბრია, თემურ გოგინავა, გიორგი ლიპარტელიანი, Fფატიმა არახამია და სხვები. ჰამლეტის როლი კი შეასრულა გიორგი სურმავამ.
სპექტაკლი დამთავრდა და მთელი დარბაზი საკმაოდ დიდი ხანი უკრავდა ტაშს მსახიობებს და ოვაციებს არ იშურებდა. პრემიერის წარმატებით რეჟისორი დავით მღებრიშვილიც კმაყოფილი გახლდათ: ,,ჰამლეტ” ისეთი პიესაა, რომ დასი ფორმაში რომ არ ყოფილიყო ასეთ პიესას არ ავირჩევდით. მაყურებელი კმაყოფილია.გაამართლეს მოლოდინი. ზოგ ადგილებში შეიძლება ითქვას კიდეც, რომ გადააჭარბეს ისე ითამაშეს. ძალიან კმაყოფილი ვარ.”
პირველი პრემიერით აღფრთოვანებული მაყურებლები სიხარულსა და აღტაცებას ვერ მალავდნენ. ,,

დავესწარი პირველ პრემიერას და კმაყოფილი დავრჩი, ამავდროულად გახარებული ვარ, რადგან როგორც იქნა ფოთის მოასახლეობასაც ექნება შესაძლებლობა ეზიაროს სულიერ საზრდოს, რასაც სპექტაკლი ქვია. წარმატებებს ვუსურვებ დასს. იმედია მომავალშიც უამრავ წარმატებულ სპექტაკლს შემოგვთავაზებს”
პრემიერას ვრცელი გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. ლირა კეკელიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელი კომენტარი გააკეთა, მიულოცაწარმატება ფოთის თეატრს, სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობებს და ჩამოწერა თავისი შენიშვნები და მოწონებები: `მომეწონა რეჟისორისა და სცენარისტის გამბედაობა, დაედგათ `ჰამლეტი”. Mმსახიობებიდან მომეწონა ჯარისკაცები, მესაფლავე, ოფელია, დედოფალი და ჰამლეტი. ძნელად წარმომედგინა გია სურმავა ჰამლეტად, მაგრამ მან რეჟისორის ჩანაფიქრის შესრულება შეძლო და ძალაუფლების თემა კარგად გაათამაშა.ახალ წარმატებებს ვუსურვებ ფოთის თეატრს“.
ფოთის თეატრში იმყოფება მოწვეული პოლონელი რეჟისორი დარიუ შეჟერსკი, რომელიც ვესლე ვმისლევსკის პიესის ,,ჩემს ბაღში ომია” მიხედვით დგამს სპექტაკლს. რეჟისორი შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს და გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. ამ სპექტაკლის პრემიერა შედგება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს.

Comments are closed.