ორშ. სექ 21st, 2020

ფოთში, ცენტრალური პარკის მთავარ შემოსასვლელთან, სახალხო ანსამბლ “ფაზისის” ვარსკვლავი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნა ქალაქის ისტორიაში პირველად მოხდა და მისი გახსნის იდეა ქალაქის ფოლკლორის ცენტრს ეკუთვნის.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი “ფაზისი” 40 წლის წინ შეიქმნა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ანსამბლ “ფაზისის” ვარსკლავის გახსნის საღამოს საქართველოს ყველა კუთხის ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგნენ.

საზეიმო საღამო ქალაქის ცენტრში ფოიერვერკით დასრულდა.