ოთხ. სექ 30th, 2020

14 ნოემბერს  ფოთში ჩატარდება სახალხო დღესასწაული ,,ფაზისობა“. მოეწყობა იმპროვიზირებული მსვლელობა – მასკარადი. მსვლელობა გაიმართება აღმაშენებლის ქუჩის გავლით ნიკოლაძის ძეგლიდან რუსთაველის რკალამდე. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა გამოფენები. იქნება მითიური გმირების გაცოცხლება, რაც კოლხეთან და ფაზისთანაა დაკავშირებული.

ფაზისობის ღონისძიებაში ჩართული იქნება, როგორც  საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეები და მუსიკალური სტუდიების წარმომადგენლები. ფაზისობაზე ასევე დასახელდება ფოთის საპატიო მოქალაქეები.

დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ხელოვნების წარმომადგენლების შესრულებით კონცერტი.  ფაზისობის დღესასწაულს კი დახურავს თბილისიდან მოწვეული ცნობილი მომღერლები.