კვი. სექ 8th, 2024
ფოთში, დიალეზის კაბინეტის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა. ახალი კაბინეტის გახსნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როდესაც ქალაქში კერძო კლინიკის ბაზაზე არსებულმა დიალიზის ცენტრმა ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდება დაახლოებით, ერთი თვეა შეწყვიტა, ფოთის ბენეფიციარები დიალიზის სერვისს, 2021 წლიდან ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იღებდნენ,
პრობლემის გადაჭრის მიზნით, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უშუალო ჩართულობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ბენეფიციარებს პირადად შეხვდა და ერთი თვის ვადაში ახალი დიალიზის კაბინეტის გახსნა დაჰპირდა.
ერთი თვის თავზეც დაპირებისამებრ, ფოთში ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე, შესაბამისი სტანდარტებით და დიალიზისთვის საჭირო ახალი აპარატურით სრულად აღჭურვილმა კაბინეტმა, სადაც პაციენტებს კვალიფიციური მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. აღნიშნულ კაბინეტში ერთდროულად 5 პაციენტი შეძლებს დიალიზის პროცედურის ჩატარებას.
ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება.
არსებული პრობლემის გადაჭრით 22 ბენეფიციარი კვლავ შეძლებს ქალაქიდან გაუსვლელად ისარგებლოს აღნიშნული სერვისით.
სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა
პოსტის რეკლამირება
მოწონება

კომენტარის დატოვება
გაზიარება