კვი. სექ 8th, 2024
9 ივლისს ფოთში მალთაყვის უბნის განახლებული სანაპირო ზოლი ოფიციალურად გაიხსნება.
სანაპირო ზოლზე გაკეთებულია ახალი ბუნგალოები, საჩრდილობლები, საშხაპე-გასახდელები, სველი წერტილები, განათებები…
ოფიციალური გახსნის დღიდან ფეხბურთის, რაგბის და ფრენბურთის მოედნებიც გაიხსნება, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სანაპირო ყოველ დილით, 07:00 საათიდან სპეციალური ტექნიკით სუფთავდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 20 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე დაუვიწყარი საკონცერტო პროგრამით თქვენს წინაშე წარსდგებიან:
🎙 ჯგუფი ,,ურსა”
🎙 დუეტი ,,ჯორჯია”
🎙 ბენდი ,, ერთი შანსი”.
19:00 საათიდან კი ღონისძიებების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.