კვი. სექ 8th, 2024

ფოთში რვა თვის ბავშვი, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ჩვილი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს,
თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოში განმარტავენ, პაციენტი პოლიტრავმით, სიცოცხლისათვის შეუთავსებებლი დაზიანებებით იქნა შეყვანილი. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, შედეგი ლეტალური დადგა. პაციენტი გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.