ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

28516103_1738364589559477_7804063216033445314_o

ფრაქცია ,,ქართული ოცნება_ ძლიერი ეკონომიკა,, სასამართლოს დღევანდელ
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს:

,,ჩვენ პირველ რიგში ვართ მშობლები, მამები, ჩვენ თანავუგრძნობთ და გვერდით ვუდგავართ შვილმოკლულ მამას. მასთან ერთად ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას! ამ ადამიანს, ამ საზარელი მკვლელობით შეძრულ საზოგადოებას ეკუთვნის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში ჩვენ — მოსახლეობამ, პარლამენტარებმა, მთავრობამ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დავინახოთ, რომ სამართალი და კანონი ამ ქვეყანაში არსებობს და არის უზენაესი. ის, რომ ადამიანი თავისი ტკივილით მარტო არაა და პოლიტიკა და ნებისმიერი თანამდებობა მეასეხარისხოვანია, როცა ადამიანის სიკვდილზე, ახალგაზრდებზე და კანონზეა საუბარი. ზაზა სარალიძის ტრაგედია არაა ერთი ადამიანის ტრაგედია, ესაა სახელმწიფოს ტრაგედია, თითოეული მოქალაქის ტრაგედია და სამართლის ძიებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს.

ჩვენი ფრაქცია სრულად ეთანხმება, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და თუ დადასტურდება, რომ საქმე არასათანადოდ არის გამოძიებული, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე,
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია


კომენტარები სტატიაზე