ორშ. სექ 28th, 2020

ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ახალი იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტარები, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიისა და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელობები ესწრებოდნენ.

იუსტიციის სახლი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა ფოთელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიხსნება.

ფოთის იუსტიციის სახლიც, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ფოთის მოსახლეობას უკვე ექნება საშუალება 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტი უმოკლეს დროში მიიღოს.

ფოთში იუსტიციის სახლის გახსნა კონცერტით დასრულდა, მაყურებლის წინაშე ჯგუფი “მგზავრები” წარდგა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.