სამ. სექ 22nd, 2020

სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის დაფინანსებით დასრულდა დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის უფასო ორდღიანი ტრენინგი.

ტრენინგის მიზანი გახლდათ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის გადამზადება. ორდღიან ტრენინგს სპეციალურად თბილისიდან ჩამოსული ტრენერები რამდენიმე წიგნის ავტორი ზურაბ ვახანია და თამარ მახარაძე უძღვებოდნენ.

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი კავშირ “ქორუბდას” თავმჯდომარის ზურაბ ვახანიას თქმით მასწავლებელთა ტრენინგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ერთერთი მთავარი მიმართულებაა რადგან მათი საერთო მიზანია გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების ხარისხი.

ვახანიასვე თქმით ყველაზე მნიშვნელოვანია არა საგამოცდო ტრენინგები,არამედ საკლასო ოთახებში ტრენინგზე ნასწავლის დანერგვა.

„დაწყებითი პედაგოგებისთვის ტრენინგი მნიშვნელოვანია,რადგან დაწყებითი კლასები უნდა იყოს საფუძველი მთელი შემდგომი განათლებისა, მაგრამ სამწუხაროდ დაწყებითი კლასები ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და ამიტომ არის რომ 2000 წელს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევით, ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ნახევარი არაა მზად მეხუთე კლასში გადასასვლელად.დაწყებით კლასებს სჭირდებათ ძირეული რეფორმა, მაღალი კლასების რეფორმას ჯერ აზრი არ აქვს, თუ დაწყებითი კლასები არ გამოსწორდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა“.

ტრენინგებით კმაყოფილები დარჩნენ პედაგოგები. მათი თქმით საინტერსო და საფუძვლიანმა ტრენინგმა საშუალება მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა სწავლების მეთოდებსა და ხერხებზე.